[su_quote]მაშინ, როდესაც საუბარი იყო, რომ კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბებულიყო და არა, ვთქვათ, კულტურა სპორტი და ახალგაზრდობა, მე გამოვთქვი სურვილი, თუ კი კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე იყო საუბარი, მე დამაინტერესებდა, რომ ამ სფეროში შრომა ჩამედო. როდესაც ასეთი იდეა წამოვაყენე, ზოგი გაკვირვებით, ზოგი ინტერესით და საბოლოო ჯამში, თანხმობით შეხვდა. ბევრჯერ მსმენია, რომ რა გინდა იქ, ეს ხომ რთული ხალხია, შეგჭამენ, ნერვებს მოგიშლიან და არასდროს არაფრით იქნებიან კმაყოფილნი. მე ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ და ვამბობ, რომ თუ ქართული კულტურის წარმომადგენელი ამბიციური არ იქნა, არ იქნა პრეტენზიული, არ ეგონა, რომ ის ყველაზე დიდი კულტურის წარმომადგენელია, მაშინ ვინ უნდა იყო?[/su_quote]
ეს განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში განაცხადა