[su_quote] ვაქცინაცია არ არის წარმატებული, პირდაპირ გეტყვით. ბევრი ფაქტორია, რატომ არ არის წარმატებული. ამ დროისთვის 20 000 ადამიანია აცრილი, როცა გეგმით ამ დროისთვის ვფიქრობდით, რომ 50 000 მაინც უნდა გვყოლოდა აცრილი. სულ მცირე, 2-ჯერ ჩამოვრჩებით იმ ტემპს, რაც გვინდოდა. წარუმატებლობას მე არ გეუბნებით, არ მითქვამს სიტყვა წარუმატებლობა. ხო, წარმატებული არ არის. წარუმატებელი არ არის, ეს გახლავთ შედარებით დაბალი ტემპი ვაქცინაციის, რომელსაც ბევრი მიზეზი აქვს. [/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.