[su_quote] აღდგომის დროს ქალაქები იტვირთება, დადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე, ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში – მობილობა განიტვირთება და დაეცემა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოებია, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი, ზოგს – მიწები და ვფიქრობთ, რომ ამან გარკვეულად უნდა განტვირთოს სიტუაცია. მაგრამ თუ ამ უქმე დღეებს ჩვენ გამოვიყენებთ სხვა მიზნისთვის – თავშეყრებისთვის, ქეიფებისთვის, ეს მოგვცემს საპირისპირო შედეგს. [/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.