ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარლამ გოლეთიანი: პოლიცია ემზადება იმისთვის, რომ დაგვარბიოს

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეპრესიული გზებით მოაგვაროს და ჩაახშოს პროტესტი ნამოხვანში. პოლიცია პრაქტიკულად ემზადება იმისთვის, რომ დაგვარბიოს, ვინც აქ შეკრებილები ვართ, – ამის შესახებ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანას იწყებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

იტვირთბა....