ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ე.წ. ახალ გზაზე, ფერდიდან მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისის ე.წ. ახალ გზაზე, ფერდიდან მიწის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ერთი ავტომობილი დაზიანდა.

“დაახლოებით, 1 საათის წინ ჩამოვარდა გარკვეული სიდიდის ქვა… ამჟამად, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და რამდენიმე წუთში აღდგება მოძრაობა. მიწის მასის ჩამოშლა ხდება უხვი ნალექების პერიოდში, თუმცა მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა”, – უთხრა ფორმულას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ.

იტვირთბა....