რიონის ხეობაში ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ვარაუდობს, რომ პოლიცია მათი კარვების დარბევას აპირებს.
“ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მასშტაბურია ეს ყველაფერი და ამ კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით, არის დროსა და სივრცეში დაკარგული”, – აცხადებს გოლეთიანი.
მისივე თქმით, რიონის ხეობის მცველებს არ სურთ, რომ ვითარება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.