თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საწვავის ფასებს აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებს სურდათ, კანცელარიის წინ კარავი გაეშალათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
აღნიშნულმა აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.
“გუშინ, თუ სამნი ვიყავით, დღეს ვიქნებით, მეტნი. წვიმაში ვიდგებით თუ ქარში, არ აქვს მნიშვნელობა…თქვენი გადასაწყვეტი არ რის, რამდენი ადამიანი ვიქნებით კარვით ან კარვის გარეშე. ხელს გვიწყობთ, რომ მეტნი ვიყოთ”, – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციას.