ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში მაღაზიიდან პური და ხურდა ფული მოიპარეს – მეპატრონე ჩივილს არ აპირებს

გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს – წაღებულია სურსათი, პური და ხურდა ფული.

შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის, სვეტლანა მერაბიშვილის  განცხადებით,  ოჯახი, რომლის წევრმაც მაღაზია გაქურდა, შიმშილობდა და ამის გამო, არ აპირებს მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

“გაჭირდა ცხოვრება და წაიღეს სურსათი, პროდუქტი, თანხაც წაღებულია. გახშირდა ქურდობის შემთხვევები, რასაც ვუკავშირებ დუხჭირ ცხოვრებას, სხვას რას უნდა მივაწერო. ბავშვები მშივრები არიან, ყველაფერი აკლიათ, რა გააკეთონ. მშიერი ბავშვი შემოვიდა და მომპარა საჭმელი, სასმელი და იმ დღეს საჭმელი ჰქონდა”, – განუცხადა მაღაზიის მეპატრონემ ფორმულას.

 

იტვირთბა....