ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახმეტაში დაიწვა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მიცვალებული ესვენა

ხანძარი ახმეტაში – წუხელ, ე.წ. უტას დასახლებაში, საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა.

ხანძრის შედეგად,  სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯიც დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....