საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დღე-ღამეში covid-19-ს 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 592 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში, 24 823 ტესტი ჩატარადა, მათ შორის, 16 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 7 945 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
კარანტინის რეჟიმში 198, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 298, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 309 პირი იმყოფება.