ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მეტრონომს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება მომხდარს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში ჩართეს ნავებიც.

იტვირთბა....