[su_quote]ვაშინგტონმა საქართველოს უნდა შეხედოს, როგორც დერეფანს ევროპასა და აზიას შორის. ასევე, უნდა მოახდინოს ინვესტირება საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რათა ბიზნესებს მოუნდეთ იქ ჩასვლა და ინვესტიციის ჩადება. ჩემთვის ეს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც არა მარტო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ რუმინეთისა და უკრაინის. სამწუხაროდ, ეს ყველაზე ნაკლებად უნდა კრემლს. მოსკოვი ყოველთვის ცდილობს, მსგავსი პროექტები გააჩეროს, მაგალითად, როგორიცაა პორტი ანაკლია თუ ტელეკომუნიკაციების ქსელი საქართველოს გავლით[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ამერიკელმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.