“ევროპული საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ნაცმოძრაობის რაღაც ფილიალი“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებს.
როგორც ვოლსკიმ იმედთან საუბრისას განაცხადა, ევროპული საქართველო რადიკალიზმში ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობას ეჯიბრებოდა.
“თავისი ინდივიდუალიზმი არ გააჩნია, ჩამოყალიბდა, როგორც რაღაც ფილიალი ნაცმოძრაობისა, რომელიც ნაცმოძრაობას რადიკალიზმში ეჯიბრებოდა მუდამ. არც ერთი ახალი წინადადება, განსხვავებული იმისგან, რაც ჰქონდათ ნაცმოძრაობაში ყოფნის პერიოდში ამ პიროვნებებს, არ გააჩნდათ”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, დღეს ევროპული საქართველოს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.
ამასთან, პარტია დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დატოვეს.
პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა სერგი კაპანაძემაც.