[su_quote]როდესაც ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს მხარი დავუჭირეთ, მოვიქეცით სწორად. ამომრჩეველს ჩვენ რა სიტყვაც ვუთხარით, ვუთხარით იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ფავორიტი მიგვაჩნდა დიდ საფრთხედ ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სწორად მიგვაჩნდა ეს საფრთხედ. გრიგოლ ვაშაძე არ მოგვწონდა ძალიან და არც დამიმალავს. ამ შემთხვევაში, პირად თვისებებს კი არ ვეხები იმდენად, პოლიტიკურ პირად თვისებებს ვგულისხმობ. მისი, როგორც ლიდერის თვისებები, ცნობილი იყო ჩვენთვის და მისი საქციელი. არ მოგვწონდა და არ ვმალავდით, მაგრამ ბევრად უფრო სახიფათო იყო სალომე ზურაბიშვილი და ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა.