მილიარდერმა გამომგომებლემა ილონ მასკა გამოაქვეყნა თავისი ახალი სტარტაპის კადრები, სადაც ნაჩვემებია მაიმუნი, რომელსაც ჩაყენებული აქვს ჩიპი და ვიდეო თამაშს თამაშობს. ეს სრულიად ახალი ტექნოლოგიის იმპლანტებია.
Neuralink– ის სამწუთიან ვიდეოზე ნაჩვენები მაკაკა, რომლის ტვინის თითოეულ მხარეს ჩიპია ჩასმული თამაშობს ვიდეოთამაშ – Mind Pong- ს. მიუხედავად იმისა რომ მაიმუნი გაწვრთნილი იყო, თუ როგორ ეხმარა ჯოისტიკი, ახლა ის გათიშულია და იგი თამაშს აკონტროლებს უბრალოდ გაფიქრების საშუალებით, თუ როდის უნდა აწიოს ხელი ზემოთ ან ქვემოთ.
” ნეურალინკის ინოვაცია დაეხმარება სხვადასხვა მიზეზით გამვითარებული პარალიზის მქონდე ადამიანებს, უფრო სწრაფად მართონ სმარტფონები, ვიდრე ადამიამები, რომლებიც ხელით მართავენ”,- დაწერა მასკმა ტვიტერზე.
2016 წელს მასკის მიერ დაფუძნებული, Neuralink მიზნად ისახავს ტვინის უკაბელი კომპიუტერულ ჩიპების დანერგვას. ეს ტექნოლოგია დაეხმარება ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა ალცჰეიმერი, დემენცია და ზურგის ტვინის სხვა დაავადებები.