ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა არის საშუალო ხელფასი საქართველოში?

საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული ადამინების საშუალო ხელფასი 961.1ლარია.

საქართველოში კაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები. საქსტატის მონაცემების მიხედვით, კაცები დაახლოებით 400 ლარით მეტს იღებენ გასამრჯელოს სახით, ვიდრე ქალები.

2015 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებით, ქალების საშუალო შემოსავალი 697.3 იმ დროს როცა მამაკაცების 1 126.8 ლარია.

ბიზნეს სექტორში დასაქმებულ მამაკაცთა რაოდენობა უფრო დიდია, ვიდრე ქალთა. სტატისტიკის მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა 59.8 % მამაკაცია- 40.2% ქალი.

საშუალო ხელფასი სექტორების მიხედვით:

ფინანსები -1 499.6 ლარი

მშენებლობა -1 412.9 ლარი

ადმინისტრაცია -1 313.4 ლარი

ტრანსპორტი და კომუნიკაცია -1 219.4 ლარი

უძრავი ქონება -1 095.4 ლარი

სასტუმროები და რესტორნები – 613.9 ლარი

განათლება – 470 ლარი

 

იტვირთბა....