90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე, პოლიტიკური ორგანიზაცია “აღორძინების” წევრი ცოტნე ბაკურია აცხადებს, რომ 2012 წელს მას დეპუტატი ეკა ბესელია დაუკავშირდა და ჰკითხა უნდოდა თუ არა მას პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება. როგორც ბაკურია ამბობს, ბესელიამ მას ფინანსური დახმარების ფონდში მონაწილეობა შესთავაზა. ამ თემაზე ცოტნე ბაკურიამ “რუსთავი2”-თან ისაუბრა.
“მკითხა, ვთვლი თუ არა თავს პოლიტიკურ დევნილად. ვუთხარი, რომ პოლიტიკური დევნილი არა ვარ და არასდროს პრობლემა არ მქონია. მან თქვა, რომ კეთილშობილიურ საქმეს აკეთებს იმ ფონდით, რომელიც თურმე პოლიტიკური დევნილების ოჯახებს უნდა დაეხმაროს. ეს მე არ მომეწონა, როცა უკვე ფულმა გაიჟღერა. დიდი მადლობა გადავუხადე და ტელეფონი დავკიდე”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ბაკურიამ.