პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ორბელიანების სასახლეში ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უმასპინძლებს, ვისაც ხალხისგან საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული.
“დღეს, 9 აპრილს, ვუმასპინძლებ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული.
9 აპრილის ერთობის სულისკვეთება გავაგრძელოთ… ღირსების მედალს ერთად გადავცეთ დავით ვანიშვილის ოჯახს, რათა ჩვენ ვიაროთ მისი გამბედაობის და შეუგუებლობის მაგალითზე!” – წერს პრეზიდენტი.