ახალი ამბები მთავარი

გაჩეჩილაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღის” დაარსებას

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ ხელი მოაწერონ „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღის” დაარსებას.

“სათითაოდ მოვაწერთ ხელს. ახლა მე წავალ და პირველი მოვაწერ ხელს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ევროპის მოედანზე გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ დაანონსებული აქცია 13:00 საათზე დაიწყო. მომღერალმა თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღე“ დააფუძნა. საბოლოდ ღონისძიება „დედაენის ბაღში“ დასრულდება.

იტვირთბა....