ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან და უძლებს

“ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას”. – განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. მისი თქმით, ის არაადამიანურ მოპყრობას უძლებს /ციხეში/, ისინი კი, “ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არიან”.

“მინდა, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT)-ს დასკვნა მტკიცებულებად დაერთოს აღნიშნულ საქმეს, რადგან ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვექცევიან სრულიად არაადამიანურად. თუმცა ჩუმად ვართ და ასე ყველაფერს ვიტანთ და ავიტანთ კიდეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. დასკვნაში ასევე საუბარია, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი “კანონიერ ქურდებთან” ერთად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

იტვირთბა....