ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ, ჯერ კიდევ გრძელდება

„ეს არის დღე, რომელიც არის სიმბოლო ეროვნული თანხმობის, ეროვნული ერთობის“, – ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „რეალური თავისუფლება“ ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს.

„როცა ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ, ჯერ კიდევ გრძელდება იმიტომ, რომ რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.

ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

 

 

იტვირთბა....