aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუხთარლი: ივანიშვილს სადამდეც ექნება გავლენა, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოში სანამ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა, ობიექტურ გამოძიებას ვერ ეღირსება. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

“პრემიერმინისტრის შეცვლა არსებული ხელისუფლების შეცვლას არ გულისხმობს და შესაბამისად, რჩება ეს პოლიტიკური ძალა, ჩემი გამტაცებელი აქ. ქართულ ოცნებაში ღირებულებების გარშემო კი არ არიან შემოკრებილნი, არამედ, ერთი მილიარდერის გარშემო. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც მას ბიძინა ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები”,- ამბობს აფგან მუხთარლი.

აფგან მუხთარლი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.

საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.

იტვირთბა....