aviabiletebi
ახალი ამბები

კალაძე მეწყერზე: ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება, ჩვენი ზედამხედველობით ჩაატარეთ კვლევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მეწყერთან დაკავშირებით, კვლევა ყველას შეეუძლია, მაგრამ ეს მეერის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს, მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე “ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება”

“ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ, არავის ვებრძვით და არავის წინააღმდეგ გამოვდივართ, მაგრამ, როდესაც იტყუები, მოსახლეობა შეგყავს შეცდომაში, პანიკას თესავ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ვისაც მართლა ინტერესი აქვს, მობრძანდით, ბატონო, და დაათვალიერეთ, ნახეთ რა სამუშაოები ტარდება, თქვენ გინდათ კვლევების ჩატარება? ჩაატარეთ, ოღონდ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ, აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება და მაგას ჩვენ არ დავუშვებთ”, – ამბობს კახა კალაძე.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

იტვირთბა....