aviabiletebi
ახალი ამბები

მელია: დავუშვათ და მინდა გირაოს გადახდა, რატომ არ მაძლევენ ამის შესაძლებლობას?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმთ, მას გირაოს გადახდის შესაძლებლობას არ აძლევენ, თუმცა გირაოს გადახდას არ აპირებს და ეს ხელისუფლებამ საზოგადოების მოსატყუებლად გამოიყენა.

მელიას თქმით, თითქოს სურვილისამებრ გირაოს გადაიხდიდა და მერე გარეთ გამოუშვებდნენ ეს კი საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა.

“ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა, ამით უნდათ რომ უხოელები დააწუმონონ თითქოს მე გირაოს სახით გამომიშვებენ. რატომ არ შეაქვთ სასამართლოში? ელოდნენ რომ მე გამტეხდნენ და უსამართლობას თავს დავუხრიდი, ამიტომ ახლა იძულებულები არიან საკუთარ ხაფანგში, რომელშიც მოექცცნენ თავი დააღწიონ.

დავუშვათ და მინდა გირაოს გადახდა რატომ არ მაძლევენ ამის შესაძლებლობას? რა უნდა ქნას პროკურატურამ? უნდა მიბრძანდეს პროკურატურაში, შეიტანოს შუამდგომლობა და პატიმრობა, რომელიც შეფარდებული მაქვს შეცვალონ გირაოთი.

მემგონი საერთოდ არ აწყობთ რომ ვარსებობდე, იმ ადამიანებს ვისაც საკუთარი არსებობისაც არ სჯერათ”,- ამბობს მელია TV პირველის ეთერში.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ პროცესი კვლავ გადადო.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მელია სასამართლო პროცესს დაესწროს, მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომა 13 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....