aviabiletebi
ახალი ამბები

ნიკა მელია: მოლაპარაკების მაგიდა იქნება ბოლო გაჩერება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ეს იქება ბოლო გაჩერება.

“მოლაპარაკებების იდეა უნდა იყოს ცოცხალი, ეს კრიზისი როგორც არ უნდა განვითარდეს იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე ადრე თუ გვიან აბა ახლა ჯაბა იოსელიანივით ხომ არ მოვიქცევით. მოლაპარაკების მაგიდა იქნება ბოლო გაჩერება”,- ამბობს ნიკა მელია TV პირველის ეთერში.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ პროცესი კვლავ გადადო.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მელია სასამართლო პროცესს დაესწროს, მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომა 13 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....