ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000–3 000 ლარიანი გირაო შეუფადეს

სასამართლომ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000–3 000 ლარიანი გირაო შეუფადეს.

ბრალდებული ექიმებისა და ექთნის, ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს  აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

ცოტახნის წინ ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ვიოლეტა ინასარიძემ ჩვენება გამოაქვეყნა.  ბრალდებული ექიმი, რომელიც გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ირწმუნება, რომ გარდაცვლილ ექთანს ადრენალინი გაუკეთა, შეცვლილ ჩვენებაში აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....