aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაღმაიძე: მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება არის მხარდაჭერილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს პრესმსახურის უფრისი, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება მხარდაჭერილია და ყველა სასულიერო პირი უნდა დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებას სანამ სინოდის სხდომა არ იმსჯელებს.

“მე ვთქვი, რომ დღეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ეს შეხვედრა არ არის იმის ფორმატი, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. იყო მსჯელობები. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება ყველა მოქმედება, რაც ეპარქიაში მან განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური. მეორე საკითხი: ეს არის გარკვეული დესტრუქცია, მეუფე სტეფანეს მივლენილი მოძღვარი არ შეუშვეს ტაძარში, ეს შეფასებულია ამბოხით და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ სასულიერო პირებს, მათ ვინც მეუფე სტეფანესაგან მიიღეს მღვდდელთავრის განჩინებული მითითება, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რაც ევალება სასულიერო პირს.

რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელაციას, მიიღებს და განიხილას სინოდი, სწორედ ამ აპელაციას უნდა დაელოდონ. მანამდე ვალდებულნი არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს და განკარგულებებს დაემორჩილონ”,- ამბობს მამა ადრია ჯაღმაიძე.

დღეს, საპატრიარქოში საგანგებო თათბირი გაიმართა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ადგილზე შეიკიბნენ,  მთავარი თემა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები უნდა ყოფილიყო. ამის პარალელურად, საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარადამჭერების აქციაც მიმდინარეობდა.

იტვირთბა....