ახალი ამბები მთავარი ციტატა

კახაძე: ამაზე მეტი სიმკაცრე რა ვქნათ, მაინცდამაინც გინდათ, ლოქდაუნი გამოვაცხადოთ?

[su_quote]ადამიანებს უფრო ვეუბნები, თავი არ დავაჯარიმებინოთ. ჩვენ ერთმანეთის ხარჯზე არ უნდა ვცხოვრობდეთ? ჩვენ ყველას ერთი გამოწვევა გვაქვს. მე თხოვნა მაქვს კონსოლიდირებული, რა წესებიც გვაქვს, ის წესები განვახორციელოთ. იყო თხოვნა, რომ გავხსნათ ტრანსპორტი, კი ბატონო, გავხსენით ტრანსპორტი, ახლა თხოვნა მაქვს, რომ ამ ტრანსპორტში ნიღბის გარეშე ნუ ვიქნებით. აცრა დავიწყეთ, მადლობთ, აქაც აქტიურობა გავზარდოთ, მაგრამ იქნებ, ნიღბისა და ხელის დეზინფექცირების გარეშე ნუ ვივლით. თხოვნა მაქვს, რომ დიდი რაოდენობით ნუ შევიკრიბებით და აღმოჩნდა, რომ ბინებს აქირავებენ და ამ ბინებშია ზედახორა. იქ 300-400 კაციანი ქორწილებია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? როგორ წარმოგიდგენია, რომ ხელისუფლებამ თითო ადამიანს თითო პოლიციელი დაუყენოს? ყოველთვის დარტყმებს ვიღებთ და ვღებულობთ ამ დარტყმებს. ამაზე მეტი სიმკაცრე რა გავაკეთოთ? აგერ ფულადი ჯარიმაა, აგერ თავისუფლებას გიზღუდავთ და მაინცდამაინც გინდათ, რომ ლოქდაუნი გამოვაცხადოთ? ვიტყვი, რომ გავამკაცროთ ლოქდაუნი და კარგი, რა – შენ კაბინეტში ზიხარ და უზრუნველყოფილი ხარ, მე ეს მტკივა, მე ფეხით დავდივარ. კონტროლი არაა მარშრუტკაში და წარმოგიდგენია, რომ თითო მარშრუტკაში თითო პოლიციელი იყოს? ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გამართულად იმუშაოს. ჩინეთმა უმკაცრესი წესი დაამყარა, კაცი სახლიდან ფეხს ვერ გადმოდგამდა, ეს გვინდა? თუ აქეთ გვინდა წავიდეთ, ამაზე ადვილი რა არის? უმკაცრეს რეჟიმს დააწესებ და დავიღუპეთ, ჩვენნაირი ქვეყანა ფეხზე ვერ წამოიმართება. იქნებ ავაწყოთ სისტემა, რომ ერთდროულად დიდი მასა არ მოძრაობდეს, ეს თხოვნაა[/su_quote]

ეს განცხადება მეტრონომთან კოვიდრეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

 

იტვირთბა....