aviabiletebi
ახალი ამბები

ლომჯარია მელიაზე: თუ პროკურატურას სურვილი აქვს, რომ მელია თავისუფალი იყოს, ბერკეტს გამოიყენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პროკურატურას აქვს ბერკეტი და იმედია ამ ბერკეტს სწორად გამოიყენებენ და ნიკა მელიას გაათავისუფლებენ.

“იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე როგორც საჭიროა, ეს მნიძვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ნომალური განვითარებისთვის, მე მოლოდინი მაქვს რომ გონივრული გადაწყვეტილბა იქნება მიღებული. მისი დაპატიმრებისას მე აღვნიშნე, რომ არაერთი სამართლებრივი გზა და ბერკეტი არის პროკურატურის ხელში, თუ მათ აქვთ სურვილი რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს ბერკეტები გამოიყენონ. იმედი მაქვს რომ ხელისუფლება და პროკურატურა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას”,- ამბობს ლომჯარია.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ პროცესი კვლავ გადადო.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მელია სასამართლო პროცესს დაესწროს, მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომა 13 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....