ახალი ამბები

გაბუნია: ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამის შესახებ გაბუნიამ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფილო ორგანიზაციამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა ასტრაზენეკასთან დაკავშირებით მისივე თქმთ, ასტრაზენეკას სარგებელი აღემატება ყველა შესაძლო იმ რისკვს, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა პაციენტში გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე.

მინისტრის მოადგილე, ასევე, აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს შესაძლო კავშირს თრომბოზთან ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემთხვევაში, მაგრამ ეს გართულება სტატისტიკით  4 – დან – ერთ მილიონ მოსახლეზეა, ეს არის ბრიტანეთის მოსაზრებაა.

“ამ მონაცემზე დაყრდნობით რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ასტრაზენეკას გამოყენების შეჩერების თაობაზე, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფბში. მაგალითად დანიაში, ნიდერლანდებში და ნორვეგიაში ასტრაზენეკას გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ, შვედეთში 65 წლის ზემოთ, ესპანეთში 65 წლის ზემოთ, თუმაცა ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი განსაკუთრებით მაღალია ნებისმიერ ასაკორივ ჯგუფში შესაძლოა გაგრძელდეს ასტრაზენეკას გამყენება. დღეს ესპერტიზის საბჭომ იმსჯელა და ასტრაზენეკას რეკომენდაცია გაუწია ვაქცინაციის გაგრძელებას ეს 55 წლის ზემოთ  ასაკობრივ ჯგუფში იქნება შესაძლებელი”, – ამბობს გაბუნია

იტვირთბა....