საპატრიარქოში საგანგებო თათბირი იმართება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ადგილზე ირკიბებიან. დღეს განხილვის მთავარი თემა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებია. ამის პარალელურად, საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარადამჭერების აქციაც მიმდინარეობს.
საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელ შეკრებაზე განხილული იქნება, როგორც მიმდინარე მოვლენები, ასევე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებიც.
“ეს არ არის უჩვეულო შეკრება, ესაა პირველი პრეცენდენტი, პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა, დღეს უფრო გაფართოებული იქნება ეს შეხვედრა და დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას. მღვდელთმთავრები იმსჯელებენ, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ვიცით, რომ მამა გრიგოლი, რომელიც მიავლინა მეუფე სტეფანემ ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისათვის, არ შეუშვეს ტაძარში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელთმთავარმა შეუწყვიტა მღვდელთმსახურება, მათ მაინც იმსახურეს. ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, რომ თუკი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, მანამ სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, უნდა დაემორჩილონ მღვდელთმთავრის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დეკანოზმა.