aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ზარქუას კორონავირუსი დაუდასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია მეტრნომს ქართული ოცნების პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ზარქუა უკვე ოცნების მეხუთე დეპუტატია, ვინც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაინფიცირდა. ზარქუას გარდა, ვირუსისგან დაინფიცირდნენ მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ბექა დავითულიანი.

დღეს პარლამენტში პროტოკოლით გათვალისწინებული სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში მომრავლებული შემთხვევებისა, პარლამენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

იტვირთბა....