შესაძლოა “ყაზგაზტრანსი” გაიყიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია “ვესტნიკკავკაზში” ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ყაზახეთის ბაზრიდან გასვლას უკვე „შეგუებულია“ და სანაცვლოდ, აზერბაიჯანთან და რუსეთთან მართავს მოლაპარაკებებს.
ყაზახურმა კომპანიამ უკვე გაყიდა ბათუმის გაზის ტერმინალი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც ყაზახეთის კუთვნილება 2008 წლიდან იყო.
ამ კომპანიის გაყიდვა-არგაყიდვის თემა თბილისსა და ასტანას შორის საკმაოდ დიდხანს განიხილებოდა.
მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და რამდენიმე პრეზიდენტიც გამოიცვალა, ყაზახეთის მიმართ დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკაში არ შეუცვლიათ. მეტიც, ყოველთვის “სტრატეგიულ პარტნიორად“ განიხილებოდა.