ახალი ამბები

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდელებზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს
სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო
XC90, XC60, XC40, S90 და S60 მოდელები 30 000 ლარამდე ფასდაკლებით.

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს
მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო ქარ საქართველოს“
ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი.

„ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების
დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე „ვოლვო საქართველო“
მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ ავტონაწილებს სთავაზობს.

„ჩვენ გვსურს ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ მთელი ქვეყნის
მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით
ისარგებლონ ტესტ დრაივით და ჩვენ ავტომობილს სახლში მივუყვანთ მთელი კვირის
განმავლობაში. ასევე 360 გრადუსიანი ვიზუალების მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი
სამოდელო რიგი, ხოლო „შექმენი შენი ვოლვოს“ მეშვეობით შეარჩიონ სასურველი
კომპლექტაცია, ჩვენ კი მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ადგილზე მივუყვანთ”, –
განაცხადა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე – დ.
აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტესტ დრაივზე ჩასაწერად იხილეთ ბმული
volvocars.com, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224
42 42.

ავიაბილეთები იაფად

სხვა ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ გახარიას გუნდი დაასრულებს რადიკალური ოპოზიციის ბოგინს კარგი იქნება

გიორგი ხოჯევანიშვილი: ხელახალი არჩევნების დანიშვნას განვიხილავთ და შესაძლოა მხარი დავუჭიროთ

თურნავა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებს: იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, დიალოგის მაგიდას დაუბრუნდებიან

ზურაბიშვილი: სკოლაში სვანური და მეგრული ენების შესწავლის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს

სახ. დეპარტამენტი: იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ

ვარლამ გოლეთიანი: დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას

იტვირთბა....