[su_quote]პოლიტიკოსებს ბევრჯერ ვთხოვე შერიგებულიყვნენ და ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ შესარიგებლად. სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი ეშველება. ხალხი თუ გვერდით არ დაგიდგა, მილიონი კარავი გაშალე და იძახე, არჩევნები, არჩევნებიო. მოდი, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოა, უცხოელებთან სხდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ. ჯერ რაში გჭირდებათ უცხოელები? შიგნით ვერ უნდა დაილაპარაკოთ? არ არის სირცხვილი? ხომ შეიძლება, მობრძანდეთ და ჩვენ გაჩვენებთ, რა… ისინი ვინც გვაგინებენ და პატრიარქთან მასე იქცევიან, ქუჩაში საერთოდ არ გავატარებთ იმათ. სახლებში ხომ ცხოვრობენ და მეზობლები გააგდებენ იმათ რომ მივალთ და აღარ აცხოვრებენ, მაგრამ არ გვინდა – იქნებ სული გადაირჩინონ. პოლიტიკოსებს ვთხოვ, მოვიდნენ და შევარიგებ, რომ შერიგდებიან, ვინც დაარღვევს იმას მთელმა ერმა მოვთხოვოთ პასუხი. გაჭირვებაა და ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. გავიდეთ და შევხედოთ, რა უფრო აინტერესებთ, სამსახური, ეს პანდემიის პრობლემა, ზოგს სარჩო-საბადებელი არ აქვს, რა არჩევნები და ის, ხო? ჯერ შექმენი კანონები და მერე აირჩიო, რომ მერე აღარ იძახო არ მინდა შესვლაო. არ გინდა და სულაც გაგდებენ. უცხოელებთან არის რაღაც წესები, ელემენტარულად, შენც უნდა გააკეთო. იმას არ ვამბობ, რომ იმათ ჭკუაზე იარო. არ მინდა არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება, სხვების ჭკუაზე დადიოდეს[/su_quote]
ეს განცხადება მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა