ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

თურნავა: სუპერმარკეტებში ფასებს ვაკვირდები და არ არის სახარბიელო ვითარება… ზეთი არის თემა

[su_quote]საქსტატის ვებგვერდზე უფრო ხშირად, სხვადასხვა მაღაზიაში და სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად ვეთანხმები, რომ არ არის ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება. ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავი საყიდლებზე. ზეთი არის თემა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, თუ დააკვირდებით, რამდენიმე რამე დაემთხვა ერთმანეთს, იმპორტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა, ეს ლარის კურსთან არის დაკავშირებული. მეორე, სეზონური ფაქტორია იმიტომ, რომ უნდა ითქვას ჩვენი სოფლის მეურნეობისა და ამ ინდუსტრიის სასახელოდ, რომ ძირითადად, ბოსტნეული, ხილი, კენკრა ჩვენ 100%-ით ვართ უზრუნველყოფილები, მაგრამ ახლა სეზონი არის, როდესაც თავდება იმპორტული, უნდა შემოვიდეს ადგილობრივი, ზოგადად ყოველთვის არის ამ დროს გაძვირებული ამ ტიპის ნაწარმი, ეს დროებითი ფაქტორია[/su_quote]

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....