კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აქტივისტისა და პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“პაციენტს უტარდება გამოკვლევები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა დეტალებს პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით”, – განუცხადეს მეტრონომს კლინიკაში.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხოშტარია კლინიკაში მოათავსეს.