ახალი ამბები მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან სოცილაურ ქსელ facebook-ში დაპოსტა.

იტვირთბა....