საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ მწერალი იყო სულიერი სიდიადის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, სიმბოლო და ამიერიდან ზეცაში გადასახლდება
“გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა.
ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ!
დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა 3 აპრილს გარდაიცვალა. მწერალს საბურთალოს სასაფლაოზე, დღეს შვილის გვერდით დაასაფლავებენ.