ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე IRI-ს კვლევაზე: ჩვენი ბოიკოტის მიზანი არის, რომ შიმშილი და გაჭირვება, რომელიც არის ქვეყანაში, დავამარცხოთ

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ბოიკოტთან დაკავშირებით, IRI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანს არ წარმოადგენს.

როგორც ვაშაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბოიკოტი მიზნად ქვეყანაში არსებული „შიმშილისა და გაჭირვების“ დამარცხებას ისახავს.

„ბოიკოტი არ არის ოპოზიციის თვითმიზანი. მე ვფიქრობ, ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. ჩვენი საერთო მიზანი არის, რომ გავასწოროთ ქვეყნის განვითარების პროცესი… თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბოიკოტის მიზანი არის, რომ ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რამენაირად დავამარცხოთ. და ვერ დავამარცხებთ ვერასდროს, თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე“, – აცხადებს ვაშაძე.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს, მათ შორის 42% – „სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს”.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.

იტვირთბა....