ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გაბუნია ღარბაშვილის აცრაზე: ვაქცინაციის არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არ მიეკუთვნებოდა ვაქცინაციის პროცესში ჩართულ არცერთ ჯგუფს და ის პრიორიტეტი ვერ იქნებოდა.

“ძალიან ფართო კონსულტაციები ჩატარდა, მაღალი იყო საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობა. ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის უპირატესობა არ ენიჭება არცერთ სახელმწიფო მოღვაწეს და მათ შორის, არც ქვეყნის ხელმძღვანელს. ამდენად მნიშნველოვანია შევინარჩუნოთ რიგითობა გამომდინარე აქედან, არც ყოფილა ამაზზე საუბარი, რომ რომელიმე თნამადებობის პირი მაგალითისთვის აცრილიყო რადგან ამას ექნებოდა პიარული სახე”, — ამბობს გაბუნია.

დღეს პრემირ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....