[su_quote]წლების მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველგვარი კანონიკური სამართალი განდევნილია ეკლესიის წიაღიდან, რა თქმა უნდა, პატრიარქის პასუხისმგებლობით. და ეს სრული უკანონობა, შერჩევითი სამართალი, უსამართლობა და ასევე, მართალი ადამიანების მოთხოვნა ამ დონეზე იგნორირება, ბუნებრივია, უფრო აღრმავებს კრიზისს. პატრიარქი უნდა დაემორჩილოს რჯულის კანონსა და მართვა-გამგეობის დებულებას. დებულება მოითხოვს, რომ მან უარი თქვას მის გადაწყვეტილებაზე უკანონოდ დასახელებული მოსაყდრის გამო ან გადადგეს. ჩვენ გვყავს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული პატრიარქი. ჩვენ ვითხოვთ არჩეულ პატრიარქს[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ „ტვ. პირველთან“ საუბრისას გააკეთა.