ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, მივდივართ მესამე ტალღისკენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, მივდივართ მესამე ტალღისკენ. ამის შესახებ გამყრელიძემ, იმედის ეთერში განაცხადა.

“ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, ბოლოს სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 125 000 ტესტის ფონზე, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს. ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას. ყველა ეპიდაფეთქების დაახლოებით 10-მდე ე.წ. კლასტერების წყარო დიდი თავშეყრებია. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე”, – ამბობს გამყრელიძე.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში,  196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 24592 კვლევა, აქედან 18536 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6056 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,65%-ია, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

 

იტვირთბა....