ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

IRI: მოსახლეობის 39% არ აიცრება, ხოლო 24% ვაქცინას დროის გასვლის შემდეგ გაიკეთებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგების თანახმად,  მოსახლეობის 39% არ აიცრება, ხოლო 24% ვაქცინას დროის გავლის შემდეგ გაიკეთებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კითხვაზე მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. 39% – არ ავიცრები
  2. 24% – ავიცრები რაღაც დროის გავსლის შემდეგ
  3. 20% – ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელისაწვდომი იქნება ჩემთვის
  4. 6% – ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს
  5. 1%-ზე ნაკლები – სხვა
  6. 12% – არ ვიცი/უარი პასუხზე

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა “IPM” მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

იტვირთბა....