ახალი ამბები მთავარი

IRI კვლევა: გამოკითხულთა 65 % ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39 % მიიჩნევს, რომ გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა “მნიშვნელოვნად გუარესდა”.

კვლევაში მონაწილე მოსახლეობის 65 % ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

“კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად გაუარესდა” (37%) და “მნიშვნელოვნად გაუარესდა” (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად” ან “ძალიან” ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

იტვირთბა....