aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგი უგულავა: მოლოდინი მაქვს, რომ ნიკას 8 აპრილს გარეთ ვიხილავთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, იმედია ნიკა მელიას 8 აპრილს გარეთ იხილავს. ამის შესახებ უგულავამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ნიკა მელიას დაპატიმრება და ასევე განთავისუფლება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტი. მას სამართალთან არაფერი შეხება არ ჰქონდა და არც ექნება. მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს პროგნოზი ძნელია. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ის უბრალოდ გაახმოვანებს. მე მაინც იმდი და მოლოდინი მაქვს, რომ ნიკას 8 აპრილს გარეთ ვიხილავთ”, – ამბობს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირების დროს 21 პირი დააკავეს. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ენმ-ის ლიდერს ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....