ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლი თურქეთს დამატებით სანქციებს უწესებს

თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დამატებითი სანქციების შემოღების შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. დამატებითი საქციები შესაძლოა სასტუმროების ბიზნესზე, ხის დამუშავებაზე, მფრინავების მომზადებაზე, ასევე ნებისმიერ სფეროში სახელმწიფო შეკვეთებზე გავრცელდეს. გამოცემის ცნობით, საქმე მომსახურების იმპორტის აკრძალვას ეხება, ანუ იურიდიულ პირებს რუსეთში პროფილურ თურქულ კონტრაგენტებთან ნებისმიერი კონტრაქტის დადება ეკრძალებათ.

ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა ეფ-16-მა რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო, რომელიც, თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა.

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამკაცრების შესახებ მიიღო განკარგულება.

იტვირთბა....