aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაქარაშვილი: სიურპრიზი, რომელსაც დიმიტრი სამხარაძე გააკეთებს ბედნიერს გამხდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, დიმიტრი სამხარაძე არ არის ადამიანი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს. მანვე აღნიშნა, რომ სამხარაძის სიურპრიზი “ბედნიერს გახდის”. ამის შესახებ აქტივისტმა metronome.ge-თან საუბრისას განაცხადა.

“ეს ადამიანი ხელფასს იღებს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან. მათ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს არცერთი ადამიანი. ეს იმ რანგის ადამიანი არ არის რომლის კომენტარებზეც, რაღაცა კომენტარის გაკეთება შეიძლება. სისტემის მორიგი მონაა, რომელიც უბრალოდ ასრულებს დავალებას. სამხარაძეს, რომ დაავალონ საკუთარ ოჯახის წევრებზე გააკეთე განცხადებაო ზუსტად იგივეს გააკეთებს. ის წლების განმავლობაში მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებზე პოსტავს. ახლა ძალიან ეტკინათ პოზნერის გაძევება ქვეყნიდან და უნდათ, რომ სამაგიერო გადაგვიხადონ. დიდი მადლობელი ვიქნები თუ პოზნერის გაძევებისთვის სამაგიეროს ქართული ოცნბა გადაგვიხდის. ის არის ჩვეულებრივი რიგითი ლუზერი, მონა. დარწმუნებული ვარ ის სიურპრიზი, რომელსაც დიმიტრი სამხარაძე გააკეთებს ბედნიერს გამხდის”, — ამბობს მაქარაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ მოძრაობა სირცხვილიას მიმართ სალანძღავ პოსტს აქვეყნებს, რომლის კომენტარშიც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ემუქრება.

სამხარაძეს გაზიარებული აქვს სირცხვილიას პოსტი ბათუმის ორგანიზაციაში ოცნების აქტივისტების მისვლაზე, კომენტარში კი აქტივისტ გიგა მაქარაშვილზე წერს: “არავინ ჩალიჩობს, რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას”.

იტვირთბა....