ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: აღდგომის პერიოდში ეკლესიასა და სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მთავარის“ პრესკლუბში ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა, რომ აღდგომის პერიოდში თავი შეიკავონ სასაფლაოსა და ეკლესიაში თავშეყრისგან.

მისი თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გარდაუვალია.

„მესამე ტალღა დაწყებულია ამის მტკიცება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ინფიცირებულთა ზრდა, სტაბილურ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ. მკვეთრი მატება არ გვაქვს. საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ, როგორც მესამე ტალღა. იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ასეთი ტემპით ზრდა და რეკომენდაციების უგულებელყოფა, მაშინ ჩვენ ნამდვილად მივიღებთ ნოემბერ-დეკემბრის მსგავს მდგომარეობას.

ამიტომ აღდგომის პერიოდში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, იმ თავყრილობებისგან სასაფლაო იქნება ეს, თუ ეკლესია, რაც ალბათ, ინფიცირებულთა რიცხვს გაზრდის. აღდგომის პერიოდში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას, სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გუშინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება შეიმჩნევა, რასაც შესაძლოა მესამე ტალღა მოჰყვეს და ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობა დაბრუნდეს.

 

იტვირთბა....