ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარიაში დედა და ორი შვილი მოყვა — ქალი ადგილზე გარდაიცვვალა. ამის შესახებ, ინფორმაცია metronome.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.
მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკა მედალფაში არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.